KA

რა არის QR კოდი?

სიტყვა QR კოდი წარმოადგენს ინგლ. Quick Response code-ის (სწრაფი გამოხმაურების კოდი) შემოკლებას. ეს ოთხკუთხედი შტრიხ-კოდები პირველად იაპონიაში გამოიგონეს და გამოიყენეს. სმარტფონების დახმარებით მათი საშუალებით ინფორმაციას გადასცემენ და ინახავენ დიდი მოცულობის ინფორმაციას, როგორიცაა: შეხსენებები, სატელეფონო ნომრები, ტექსტური შეტყობინებები, პროდუქციის აღწერილობა, წერილებით გადატვირთული ელექტრონული ფოსტა და მრავალი სხვა. კოდები ფუნქციონირებენ შტრიხ-კოდების ამომკითხველი გაუმჯობესებული მანქანების ფორმით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნან შეფუთვებზე, ვიტრინებზე, განცხადების დაფებზე, ფირნიშებზე, სავიზიტო ბარათებსა და სარეკლამო ბუკლეტებზე, პროდუქციის აღმოსაჩენად და საქონლის იდენტიფიცირებისათვის.

QR კოდის ამოსაკითხად თქვენს სმარტფონში დამონტაჟებული უნდა იყოს QR კოდების სკანირებისა და წასაკითხად საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა, მაგალითად: „QR droid“ Android-ის მოწყობილობების სამართავად, "RedLaser" iOS-ისთვის, ან "QR Code Scanner Pro" blackberry-ს მოწყობილობებისათვის. დააყენეთ აპლიკაცია თქვენს სმარტფონში და მიმართეთ ფოტოკამერა QR კოდის მიმართულებით. კოდის ამოკითხვის შემდეგ აპლიკაცია გვაჩვენებს კოდში მოთავსებულ ინფორმაციას. თუკი QR კოდში ჩადებულია ვებსაითის ბმული, მაშინ ზოგიერთი აპლიკაცია იმთავითვე ბრაუზერში გახსნის ვებსაითს.

სად გამოიყენებიან QR კოდები?

QR კოდების გამოყენებისათვის მრავალი საშუალება არსებობს, საკუთარ თავზე ცნობების გავრცელებიდან პირადი ბიზნესის მარკეტინგული გადაწყვეტილებებით დამთავრებული. ქვევით მოყვანილ არიან QR კოდების გამოყენების გარკვეული სფეროები (ბიზნესში QR კოდების გამოყენების შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია შესაძლებელია ბმულზე):

სავიზიტო ბარათები / სარეკლამო მასალები

შესაძლებელია QR კოდების თქვენ სავიზიტო ბარათებზე, ბუკლეტებსა და ბროშურებზე დაბეჭდვა, რათა მაგალითად, მათ სმარტფონის მისამართების წიგნს გადასცენ საკონტაქტო მონაცემები, ან თქვენი ბიზნესის ვებსაითის დეტალური აღწერა მოახდინონ. შესაძლებელია მათი ყველაფერზე და ყველგან დაბეჭდვა, საფეხბურთო მაისურებითა და ჭიქებით დაწყებული, აბრებითა და თვითმფრინავებით დამთავრებული.

მოსაწვევი ბარათები

თუკი თქვენ დაკავებულები ბრძანდებით ღონისძიებების ორგანიზაციითა და მათი გატარებით, დაამატეთ მოსაწვევ ბარათზე QR კოდში ჩართული ბმული ვებსაითის RSVP (ფრანგულად: répondez s'il vous plaît – "გთხოვთ, უპასუხოთ შეტყობინებას") გვერდთან და ღონისძიების GPS კოორდინატებთან დაკავშირებით, რათა ღონისძიების პოტენციურმა სტუმარმა შესძლოს თავისი მონაწილეობის დადასტურება და მოინიშნოს მისი ჩატარების ადგილმდებარეობა საკუთარი სმარტფონის ნავიგატორის პროგრამის რუკაზე.

პროდუქციის შეფუთვა / პროდუქციისათვის თვალყურის გადევნება / დროის „პირდაპირ რეჟიმში“ კლიენტების გამოხმაურებები

თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ QR კოდი თქვენი საქონლის შეფუთვაზე, რათა თქვენს მომხმარებელს მიაწოდოთ ინფორმაცია საკუთარი პროდუქტის შესახებ. მაგალითად, საქონლისა და მისი უპირატესობების შესახებ განმარტებები, მომხმარებლის სახელმძღვანელო, სერვის-ცენტრების საკონტაქტო მონაცემები, ან უბრალოდ თქვენი კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაცია.

QR კოდების სახეობები

არსებობს QR კოდების ორი ძირითადი სახე: დინამიური და სტატიური.

დინამიური კოდები ასევე ცნობილები არიან, როგორც „ცოცხალი QR კოდები“

მისი შექმნის შემდეგ, შესაძლებელია იმ ინფორმაციის რედაქტირება, რომლისკენაც მასში ჩარევის გარეშე გადავყავართ კოდირებულ ბმულს. სკანირების შემდეგ დინამიურ კოდს გადავყავართ სერვერზე, რომელიც უკვე მონაცემთა ბაზაში შენახულ ცნობათა საფუძველზე გადაგვიყვანს ინფორმაციულ გვერდზე. დინამიური კოდები იმითაა მოხერხებული, რომ მათ ქმნიან და აფიქსირებენ ერთხელ. ამასთან ერთად, შეგიძლიათ შეცვალოთ როგორც სკანირებისას გამოსახული ინფორმაცია, ასევე ინფორმაციის გამომსახველი ბმულიც (დომენი, გვერდი).

სტატიური კოდები

დინამიური კოდებისაგან განსხვავებით, სტატიური კოდები ან უშუალოდ ტექსტური სახით ინახავენ ინფორმაციას, ანაც პირდაპირ ვებგვერდზე გადავყავართ მეორად ბმულებზე გადამისამართების გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია ინფორმაციის, თუ გამოხმობილი ბმულის შეცვლა, თუ რედაქტირება (ყოველ ჯერზე მოგიხდებათ ახალი სტატიური კოდის შექმნა). სტატიური კოდები იდეალურია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ უცვლელი ინფორმაციის გავრცელება (მაგ: ინფორმაცია საკუთარი დაბადების თარიღისა და სისხლის ჯგუფის შესახებ).

დინამიური კოდებია უკეთესი, თუ სტატიური?

სტატიური კოდები უშუალოდ სასარგებლო ინფორმაციისაგან შედგებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია მათთვის თვალყურის დევნება და ინფორმაციის შეცვლა. ეს ძალიან მოუხერხებელია, რადგან წარმოჩენილი ინფორმაციის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში თქვენ უნდა გადაბეჭდოთ მანამდე დაბეჭდილი მასალები.

დინამიური კოდები შედგებიან სპეციალიზირებულ ვებ-სერვერის ბმულებისაგან, რომლებიც იტევენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ინფორმაცია წარმოაჩინონ, ან რომელი ბმული გადაამისამართონ. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დინამიურ კოდს (შეაგროვოთ სტატიური ინფორმაცია) და რომ შესაძლებელია დანიშნულების ბმულის შეცვლა, ან კოდის სტრუქტურაში ჩარევის გარეშე მისი რედაქტირება. ეს დინამიურ კოდს უნივერსალურს ხდის იმ გაგებით, რომ თქვენ არ მოგიხდებათ მანამდე დაბეჭდილი ფაილების გადაბეჭდვა. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ შეცვალოთ დანიშნულების ბმული, სტატიური კოდების შემთხვევაში მსგავსი რამ არ გამოვა. ის ფაქტი, რომ შეგიძლიათ აკონტროლოთ დაბეჭდვის შემდეგაც კი დინამიური კოდებით წარმოჩენილი ინფორმაცია, სტატიურ კოდებთან შედარებით დინამიური კოდების უპირატესობაზე მეტყველებს იმ შემთხვევაში, თუკი ძნელი იქნება გამოცემის შემდეგ მათი შეცვლა (დიდი ტირაჟი, ან კოდში შეღწევის შეუძლებლობა).

როგორც არ უნდა იყოს, სტატიური კოდები უფრო ფართოდ არიან წარმოდგენილები უფასო სეგმენტში, რადგანაც არ გააჩნიათ არანაირი ტექნოლოგიური მოთხოვნილებები მაშინ, როცა დინამიურ კოდებს უფრო მაღალი მოთხოვნა გააჩნიათ სერვერებისადმი.

როგორ შესაძლებლობებს განიჭებთ TrustThisProduct?

სერვისი TrustThisProduct წარმოგიდგენთ Me24.info, About24.info, MyPet24.info-ს დომენებიდან წარმოდგენილი 3 დინამიური QR კოდის უფასოდ შექმნის, მართვისა და გაკონტროლების საშუალებას. ამასთანავე, მოხდება ამ სერვერების ფარგლებში ამოქმედებული დინამიური კოდების სერვერების მრავალჯერადი რეზერვირებისა და გეოგრაფიული DNS ამოცნობის TrustThisProduct-ის ბიზნეს-პლატფორმის ტექნოლოგიის ბაზაზე მომსახურება. თუკი თქვენ მეწარმე, ან თქვენი კომპანიის წარმომადგენელი ბრძანდებით და გსურთ ბიზნესში გამოიყენოთ QR დინამიური კოდები, გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია TrustThisProduct (საითი:PVCode.com) ბიზნეს განყოფილებაში. თქვენთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება სამი დინამიური QR კოდის უფასოდ შექმნა, მაგრამ ამასთანავე თქვენ შეგეძლებათ სერვისის დამატებითი ფუნქციების გამოყენება (მაგ: მომხმარებლის ენაზე ავტომატური გამოსახულების ინფორმაციის წარმოჩენა, TrustThisProduct.com დომენიდან საინფორმაციო გამოსახულების გამოფენა, მრავალჯერადი გამოყენების გვერდი, დამატებითი მარკეტინგული მონაცემების შეკრება და სხვა მრავალი). TrustThisProduct.com-ის ბიზნეს-ვერსიის შესაძლებლობების შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ გაიგოთ ბროშურიდან).

დასკვნა

QR კოდები პოპულარულები ბიზნეს სფეროში ხდებიან, რადგანაც ისინი ეხმარებიან ჩვენს მომხმარებლებსა და კონტრაგენტებს პრაქტიკულად დანახარჯის გარეშე მალე მიიღონ დიდი მოცულობის სასარგებლო და სარწმუნო ინფორმაცია. თუკი გაქვთ ჩვენი სერვისისადმი კითხვები, ან ახალი იდეები გაგიჩნდათ, დიდი სიამოვნებით დაგიკავშირდებით. ამისათვის გამოიყენეთ ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია გვერდის ბოლოში.

TrustThisProduct®:

Copyright © 2014-2016, PVCode LLC
ჩვენ ვაადვილებთ რთულს

მთავარი გვერდი